WHO "სინოვაკთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1 ივნისს მიიღებს

29.05.21 11:39
WHO "სინოვაკთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1 ივნისს მიიღებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინურ ვაქცინა "სინოვაკის" ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1 ივნისს მიიღებს. 

საქართველოში  "სინოვაკის" 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან  ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, თუმცა ვაქცინაციის პროცესი "სინოვაკით" უკვე მიმდინარეობს. WHO-ს ინფორმაციით, "სინოვაკის" ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა.

ცნობისთვის, 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიიღოს.