საქართველოში სრულად ვაქცინირებული 24 607 ადამიანია

29.05.21 14:11
საქართველოში სრულად ვაქცინირებული 24 607 ადამიანია

29 მაისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული 24 607 ადამიანია.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამურად 134 602 აცრა ჩატარდა.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.

ამ დროისთვის დარეგისტრირება მხოლოდ ჩინურ  "სინოვაკზე" მიმდინარეობს, რომელსაც ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია.  სხვა ვაქცინების მარაგი საქართველოში ამოწურულია, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ  Pfizer-ის  ვაქცინის დოზები საქართველოში  ზაფხულში შემოვა. 17 მაისს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  კომპანიასთან მოლაპარაკებები მილიონ დოზაზე მიმდინარეობს.