723 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

30.05.21 10:50
723 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1,407 პაციენტი, ხოლო 18 გარდაიცვალა.

 თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 19, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343,603 შემთხვევაა დადასტურებული.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი: - 2,86%-ია, ბოლო 14 დღის - 3,46%, ბოლო 7 დღის - 2,85%.