აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება - ამირან გამყრელიძე

31.05.21 16:15
აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი მიმდინარეობს: 

ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ, თუ იქნება დადებითი, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთ აფრიკული შტამიც გვაქვს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით, რომ არა. ის შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული ევროპაში, ძირითადად კვლავ ბრიტანული შტამია და თითქმის ამ შტამმა სრულად ჩაანაცვლა ის კლასიკური შტამი ევროპაში, მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ბავშვებში"- განაცხადა გამყრელიძემ.