1233 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

01.06.21 10:57
1233 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა, 1002-მა პაციენტმა კი კოვიდ 19 დაამარცხა. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,74%-ია, ბოლო 14 დღის - 3,3%, ბოლო 7 დღის - 2,71%.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა, აქედან 22 831 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 099 PCR-ით.

24 საათში კორონავირუსის ვაქცინით 5056 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 143970 ადამიანია აცრილი.