საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დადასტურდა

01.06.21 11:45
საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.

გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამის. ეს დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.