ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

01.06.21 12:13
ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ფაქტს სამინისტროში ადასტურებენ. ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ მინისტრი  თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

სამინისტროს  სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში 23 მარტს აიცრა. აცრა მინისტრმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.