COVAX-მა 700 ათასი NOVAVAX-ისა და 130 ათასამდე JOHNSON&JOHNSON-ის მოწოდება დაადასტურა - ამირან გამყრელიძე

02.06.21 16:27
COVAX-მა 700 ათასი NOVAVAX-ისა და 130 ათასამდე JOHNSON&JOHNSON-ის მოწოდება დაადასტურა - ამირან გამყრელიძე

COVAX-მა 700 000 NOVAVAX-ისა და 130 000-მდე JOHNSON&JOHNSON-ის მოწოდება დაადასტურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, თქვა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის ახალი დოზები ივნისის ბოლოდან შემოვა.

უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი