ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

04.06.21 10:49
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 876-ს შეადგენს.

გუშინ, სამ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 833 ადამიანი დაინფიცირდა, 1 205  გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.