Pfizer-ით აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს - გაბუნია

08.06.21 12:50
Pfizer-ით აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ვაქცინებით აცრას, მათ შორის, Pfizer-ით  18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს.  გამონაკლისი მხოლოდ "ასტრაზენეკას" ვაქცინა იქნება, რომელიც 45 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვსი არის რეკომენდებული. 

გაბუნიას განცხადებით, Pfizer-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს  და მოკლე ხანში ზუსტი ვადები გახდება ცნობილი.

დღეს ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება Pfizer თუ Novavax თუ სხვა. ანუ, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა იქნება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ ასტრაზენეკას, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული.

რაც შეეხება Pfizer-თან მუშაობის დეტალებს, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპზე ვმუშაობთ,ჩვენ მოკლე  ხანში გვექნება იმის საშუალება, გაგაცნოთ  ზუსტი ვადები.  დეტალები არის გაუთქმელობის შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ჯერჯეორბით საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს", - ამბობს თამარ გაბუნია.