ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

11.06.21 11:02
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო  797 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23931, PCR ტესტით - 13911.

10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.