მკურნალობის არასწორი მეთოდები - გამყრელიძე კორონათი გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზებზე

12.06.21 17:08
მკურნალობის არასწორი მეთოდები -  გამყრელიძე კორონათი გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი  ამირან გამყრელიძე აღიარებს, რომ კორონავირუსით გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა, საავადმყოფოებში ვირუსის არასწორ მართვას უკავშირდება. გამყრელიძე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მაღალ ავადობას ასახელებს.

პიკური პერიოდიდან 2-3 კვირის განმავლობაში გვაქვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა და მერე თანდათან იკლებს. ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, დღეს რომ 700 შემთხვევაა არ არის ეს ცოტა. 700 შემთხვევა სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე 1% დაგეღუპება. რა თქმა უნდა ამ სიკვდილიანობაში აქვს მნიშვნელობა დაგვიანებულ მიმართვას, საავადმყოფოში შეიძლება იყოს გარკვეული მართვის პრობლემებიც, მაგრამ მთავარი და მთავარი ეს არის მაღალი ავადობა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენმე დღის წინ თავად ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ქვეყანამ მესამე ტალღის პიკური პერიოდი უკვე გადაიარა. შემცირებული დადებითობის პროცენტული მაჩვენებლის ფონზე გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კიდევ 22 ადამიანი დაიღუპა.  ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი  1,95%-მდე შემცირდა.