ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათთან მიმართებით შეღავათები განიხილება - გამყრელიძე

12.06.21 18:45
ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათთან მიმართებით შეღავათები განიხილება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო სრულად ვაქცინირებულებისთვის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშიებულ შეღავათებს განიხილავს.

ორჯერადად აცრილებისთვის, როცა გარკვეულ კუმულაციურ ეფექტს მივაღწევთ, რა თქმა უნდა, განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამისი შეღავათები. იქ საუბარია და გვქონდა წარდგენილი კომენდანტის საათთან მიმართებით, მოგზაურობასთან მიმართებით და სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება", - თქვა გამყრელიძემ.