"სინოვაკის" ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

14.06.21 10:11
"სინოვაკის" ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა .

საქართველოში "სინოვაკის" 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 - ნათქვამია განცხადებაში.

NCDC-ის  ინფორმაციით, "სინოვაკის" მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება. "სინოვაკის" ვაქცინა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული პრეპარატია.