ყველა მასწავლებელი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - გამყრელიძე

15.06.21 11:53
ყველა მასწავლებელი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ზაფხულში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს და სასწავლო პროცესს ყველა სტუდენტი და მასწავლებელი ორჯერადად აცრილი შეხვდეს. გამყრელიძის თქმით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერისტეტებს, ყველა მასწავლებელი და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგორც საჯაროდ დაწესებულებები მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ, ივლისში და აგვისტოში გვექნება საკმაო რაოდენობა ვაქცინების,  ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის თქმით, კოვაქსისგან საქართველო მილიონ ნახევარ დოზა ვაქცინას ივლისში მიიღებს, რის შემდეგაც აქტიური ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.  

არის მყარი მონაცემები იმისა, რომ ქვეყანა ივლისში  მიიღებს სულ მცირე მილიონ ნახევარ დოზას სხვადასხვა ვაქცინისას, თარიღები მომავალი კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი მოწოდების. ივლისიდან 20-25 ათასამდე უნდა ჩატარდეს", - ამბობს გამყრელიძე.