ფასდაკლებები ვაქცინირებულ მოქალაქეებზე - მთავრობა წამახალისებელ ღონისძიებებზე მუშაობს

15.06.21 12:20
ფასდაკლებები ვაქცინირებულ მოქალაქეებზე - მთავრობა წამახალისებელ ღონისძიებებზე მუშაობს

სრულად ვაქცინირებულმა მოსახლეობამ შესაძლოა, შეღავათებით ისარგებლოს - მთავრობა წამახალისებელ ღონისძიებებზე უკვე მუშაობს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

რა თქმა უნდა, განიხილება ასევე შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.