გარდაცვალების შემთხვევებით ქვეყანა დაღმავალ ფერდზეა - გამყრელიძე

15.06.21 12:50
გარდაცვალების შემთხვევებით ქვეყანა დაღმავალ ფერდზეა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ  მაღალია, თუმცა დაღმავალ ფერდზე ვართ. გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია.

მე ხომ არ უარვყოფ, რომ გარდაცვალების რიცხვი მაღალია, ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და პიკის შემდეგ 2-3 კვირის შემდეგ ხდება გარდაცვალების რიცხვის ზრდა. ამიტომ, ახლა ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი",- ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს,  ბოლო 24 საათში კორონავირუსის  1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონა ვირუსით  23 ადამიანი გარდაიცვალა.