დღეისთვის "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა - პაატა იმნაძე

15.06.21 14:31
დღეისთვის "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, ინფორმაციით,  საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის  18 შემთხვევაა დადასტურებული. 

 მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა" (ინდური) შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა" შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას", - აღნიშნავს იმნაძე.