საქართველოში "დელტას" შემთხვევები იზრდება - რა სიპმტომები აქვს კორონავირუსის "ინდურ შტამს"

15.06.21 15:32
საქართველოში "დელტას" შემთხვევები იზრდება -  რა სიპმტომები აქვს კორონავირუსის "ინდურ შტამს"

საქართველოში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის, იგივე  "ინდური შტამის" 18 შემთხვევა უკვე გამოვლენილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.  

კორონავირუსის ინდური შტამის, იგივე "დელტას" სიმპტომები სხვა შტამებისგან განსხვავდება. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, "დელტა" ვირუსის სიმპტომები უფრო მეტად გაციებას ჰგავს. ვირუსის ეს ვარიანტი უფრო მაღალი გადამდებობით ხასიათდება და ვარიანტის გავრცელება  60%-ით მეტია, ვიდრე სხვა შტამების შემთხვევაში. 

ეს ვარიანტი ხასიათდება უფრო მეტად გაციებითი დაავადების ცვლილებებით. რაც პირველი ვარიანტის შემთხვევაში ნაკლებად იყო სურდო, ნაკლებად იყო ყელის ტკივილი. ეხლა არის წამყვანი თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი,  უფრო ჩვეულ გაციებას მოგვაგონებს და ამ დროს არის დელტა ვარიანტი", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.