ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

16.06.21 11:03
ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 672 ადამიანი კი  გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა, აქედან 19 809 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 859 PCR-ით.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის ვაქცინით 4 569 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 216 742 ადამიანია აცრილი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,34%-ია, ბოლო 14 დღის - 2,54%, ბოლო 7 დღის - 2,36%.