ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

17.06.21 11:02
ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში 31 350 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 17 359 ანტიგენი, 13 991 - PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,36%-ა, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,4%.