ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

18.06.21 10:46
ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსის 671 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

დადებითობის  დღიური მაჩვენებელი 2,35%-ია, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

ამ წუთის მონაცემებით, სულ აცრილია - 225666,  დღიურად კი  აცრილია - 4441.