ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა

19.06.21 10:53
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 17  პაციენტი გარდაიცვალა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსის 769 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  460 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 343 837, გარდაიცვალა 5148 პაციენტი.