საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა

19.06.21 21:55
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ  ორი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ  ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.გამყრელიძის  ორივე შემთხვევა გუშინ, საღამოს  დადასტურდა.

ამ დროისთვის, „დელტა ვირუსი“ ანუ ე.წ. ინდური შტამი საქართველოში 20 პირს აქვს დადასტურებული. 

დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – თქვა  გამყრელიძემ.

 საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს  დაფიქსირდა.

რა სიმპტომები ახასიათებს "ინდურ შტამს" იხილეთ ლინკზე.