ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

20.06.21 10:47
ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსის 521 ახალი შემთხვევა, 911 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.