ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

21.06.21 11:52
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსის 260 ახალი შემთხვევა,  834 ადამიანი კი  გამოჯანმრთელდა.

დადებითობის დღიური  მაჩვენებელი 2,35%-ია, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.