გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი - მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

22.06.21 10:01
გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი - მთავრობის ადმინისტრაციაში  საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოზე დღეს გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის განცხადებები გაკეთდება და გაირკვევა, მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი.