1 ივლისიდან კომენდატის საათი უქმდება

22.06.21 11:11
1 ივლისიდან კომენდატის საათი უქმდება

1 ივლისიდან კომენდატის საათი გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას  პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გააცნო.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო.