მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - გამყრელიძე AstraZeneca-ს ვაქცინაზე

22.06.21 11:55
მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - გამყრელიძე AstraZeneca-ს ვაქცინაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა.  გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის დეფიციტი  გარკვეულმა ლოჯისტიკურმა ნაკლოვანებებმა განაპირობა. 

გამყრელიძის თქმით, AstraZeneca-ს დოზები 22 ივნისში უნდა შემოსულიყო, თუმცა ვაქცინის მოწოდება შეფერხდა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის მიიღებს ქვეყანა AstraZeneca-ს დოზებს. 

ასტრაზენეკას ვაქცინის მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში გამთენიისას. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე  ვაქცინის დეფიციტი ასტრაზენეკა მოგეხნსებეათ კეთდება 4-დან 12 კვირის შუალედში, მაგრამ ბევრი კვლევებით უკეთესია ვაქცინა ჩატარდეს 8-დან 12 კვირის შუალედში ამ დოზებზე ჩაწერილი იყო 5 ათასამდე ადამიანი გუშინ დეფციიტი იყო ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფექციურში და ხეჩინაშვილის კლინიკაში. ამ საკითხთან მიმართებაში მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს, არ დავმალავ  იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები",- თქვა გამყრელიძემ.