"ასტრაზენეკათი" ვაქცინირებული პირები მეორე დოზით შესაძლოა, სინოფარმით აცრან

22.06.21 12:15
"ასტრაზენეკათი" ვაქცინირებული პირები მეორე დოზით შესაძლოა, სინოფარმით აცრან

"ასტრაზენეკათი" ვაქცინირებული პირები შესაძლოა, მეორე დოზით "სინოფარმით" ან "სინოვაკით" აცრან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. 

პირველი დოზით ვინც იყო ჩაწერილი, მათ შეიძლება ამ ეტაპზე შევთავაზოთ თუ ისინი დათანხმდებიან, "სინოფარმით აცრა ან "სინოვაკით", ვინც ჩაწერილია და მათ აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება", - ამბობს გამყრელიძე. 

 შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა ვაცქინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ასაცრელად მისული მოქალაქეები უკან გააბრუნეს.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ვაქცინაციის პროცესში შეფერხება "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტმა გამოიწვია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, "ასტრაზენეკას" დოზები ქვეყანას დღეს უნდა მიეღო, თუმცა გაურკვეველი დროით გადავადდა.