ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ მეტი იყო დოზა - გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დეფიციტზე

22.06.21 12:25
ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ მეტი იყო დოზა - გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დეფიციტზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ მონაცემთა ბაზაში "ასტრაზენეკას" მეტი დოზა იყო დათვლილი, თუმცა რეალურად ვაქცინის დეფიციტი  შეიქმნა.  გამყრელიძე აღნიშნულ გაურკვევლობას ლოჯისტიკური პრობლემებით ხსნის და დოზების დაკარგვას გამორიცხავს. 

ლოჯისტიკურ საკითხებზე პრობლემას ვიკვლევთ, ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ მეტი იყო დოზა ქსელში და სინამდვილეში არ აღმოჩნდა. დოზები არ დაკარგულა, ეს, შეიძლება, იყო აღრიცხვის პრობლემა", - ამბობს გამყრელიძე.