ვაქცინის დათვლას არ სჭირდება მრგვალ მაგიდასთან დაჯდომა - სოფო ჯაფარიძე

22.06.21 17:08
ვაქცინის დათვლას არ სჭირდება მრგვალ მაგიდასთან დაჯდომა - სოფო ჯაფარიძე

"მედგიდის" დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ვაქცინების დაკარგვა არა კლინიკების, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ჯაფარიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი პირველივე დღიდან ხარვეზებით მიმდინარეობს. 

რას ნიშნავს, ვერ დათვალეს, ეს ელემენტარული არითმეტიკაა, ამას არ სჭირდება მრგვალ მაგიდასთან დასხდომა. ჩემთვის ეს არის გაუგებარი მიზეზი, სრულიად ბურუსით მოცული ამბავია ვაცქინაციის დაწყებიდან დღემდე საერთოდ ყველაფერი. პირველივე დღიდან ხარვეზებით როგორც დაიწყო, ისე გრძელდება. კლინიკები არაფერ შუაში არ არიან, ეს უნდა დაეთვალათ მათ, თვითონ მიეწოდებინათ კლინიკებისთვის და კლინიკები უკვე ასრულებენ თავიანთ ფუნქციას", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, "ასტრაზენეკაზე" დარეგისტრირებული ადამიანები კუთვნილ დოზას ვერ იღებენ. აღმოჩნდა, რომ კლინიკებში საკმარისი დოზები აღარ არის. ამის მიზეზად ამირან გამყრელიძემ დოზების არასწორი დათვლა და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.