უნდა გადადგნენ ადამიანები, ვისაც არც შეუძლია მართვა - სურგულაძე ვაქცინაციის ხარვეზებზე

22.06.21 17:12
უნდა გადადგნენ ადამიანები, ვისაც არც შეუძლია მართვა - სურგულაძე ვაქცინაციის ხარვეზებზე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე, მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა გადადგეს. სურგულაძე ხარვეზებზე  კლინიკების პასუხისმგებლობას სრულად გამორიცხავს. 

ეს არის მათი ყოველდღიურობა, ვიღაცას გადააბრალონ. სულ რაღაც 40 ათასი ვაქცინა გვაქვს დარჩენილი და იმასაც ვერ ვმართავთ, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს არა მარტო სიტყვებით, ჩემ სწილ პასუხისმგებლობას ვიღებ- რაში გამოიხატება, პრემიებს არ აიღებენ? აიღებენ პრემიას არაფრის კეთებაში. უნდა გადადგეს ის ადამიანები, ვისაც არც შეუძლია მართვა. კლინიკები არაფერ შუაში არ არიან", - ამბობს ვატო სურგულაძე. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ,,ასტრაზენეკაზე" დარეგისტრირებული ადამიანები კუთვნილ დოზას ვერ იღებენ. აღმოჩნდა, რომ კლინიკებში საკმარისი დოზები აღარ არის. ამის მიზეზად ამირან გამყრელიძემ დოზების არასწორი დათვლა და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.