პირბადის ტარება ბაზრობებზე და ბაზრებშიც სავალდებულო იქნება

22.06.21 19:14
პირბადის ტარება ბაზრობებზე და ბაზრებშიც სავალდებულო იქნება

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ღია ტიპის ბაზრებსა და ბაზრობებზე. 

შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა  პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად, ბაზრობები, ბაზრები"- თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.