ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

26.06.21 10:54
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ვირუსის 754 ახალი  შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 362 937 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 348 705, გარდაიცვალა 5 255 პაციენტი.