ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

27.06.21 10:50
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11  პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსის  585 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 953 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა, აქედან 9 972 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 101 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 2 267 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 253 988 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,65%-ია, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,33%.