ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

28.06.21 10:46
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა  ვირუსის 352  ახალი შემთხვევა,  გამოჯანმრთელდა  808  პაციენტი. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14074 კვლევა, აქედან 6102 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7972 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 604 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 254737 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,5%-ია, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,34%.