სავარაუდოდ, ვირუსის სწრაფი გავრცელება და მძიმე ფორმები ინდურ შტამს უკავშირდება - მინისტრის მოადგილე

29.06.21 12:15
სავარაუდოდ, ვირუსის სწრაფი გავრცელება და მძიმე ფორმები ინდურ შტამს უკავშირდება - მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ამბობს, რომ სავარაუდოდ, ვირუსის სწრაფი გავრცელება და მძიმე ფორმები ინდურ შტამს უკავშირდება. 

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის ინდური ვარიანტის კიდევ  დამატებით 7 შემთხვევა დადასტურდა.

ეს მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს, შეფასებითი მაჩვენებლით დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა გავრცელება ამ შტამის და ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და შედარებით მძიმე მიმდინარეობაც, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება, რთულია ამის პირდაპირ დაკავშირება, მაგრამ სავარაუდოდ, შესაძლოა, რომ კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან"- აცხადებს გაბუნია.