კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა, არ ყოფილა - გაბუნია

29.06.21 12:13
კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა, არ ყოფილა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საყურადღებოა და პრევენციული ზომების საჭიროებაზე მიუთითებს. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების დაბალი რაოდენობით. თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. ტესტირების პროგრამები გრძელდება და ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 30 ათასის ფარგლებში მერყეობს, რაც ასევე გაგრძელდება", - თქვა გაბუნიამ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში 22 ადამიანი გარდაიცვალა.