მოქალაქე რომ ვერ იღებს კუთვნილ დოზას, ეს არის სერიოზული ხარვეზი - გაბუნია

29.06.21 13:14
მოქალაქე რომ ვერ იღებს კუთვნილ დოზას, ეს არის სერიოზული ხარვეზი - გაბუნია

ვაქცინაციის შეფერხებაზე განმარტებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, აკეთებს. გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით დოზის დასაშვები დანაკარგი 15%-ს შეადგენს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ მოქალაქეები კუთვნილი ვაქცინის გარეშე დარჩნენ. 

თქვენ თუ ნახავთ ჩვენი ვაქცინაციის გეგმას, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილებით, პროგნოზული დანაკარგი გეგმაში არი 15%. რა თქმა უნდა, ხარვეზია და ნამდვილად არ არის მისაღები, როცა მოქალაქე მიდის აცრის ცენტრში და გეგმავს, რომ აცრა ჩაიტაროს, ის ვერ იღებს კუთვნილ დოზას, ეს არის სერიოზული ხარვეზი და სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი პასუხი და  აუდიტის ჯგუფის მობილიზება იმისთვის, რომ ყველა დონეზე ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს", - ამბობს თამარ გაბუნია. 

როდის მიიღებს საქართველო "ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას, კვლავ უცნობია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, დოზები საქართველოში 22 ივნისს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მოწოდება ამ დრომდე არ მომხდარა.