არ ვართ მზად, რომ ნიღბები მოვიხსნათ - ვახტანგ სურგულაძე

29.06.21 17:26
არ ვართ მზად, რომ ნიღბები მოვიხსნათ - ვახტანგ სურგულაძე

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ვახტანგ სურგულაძე, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. სურგულაძის თქმით, ახალ შტამებს ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი ხვდება. 

ახალი შტამების გამოჩენა არ უნდა იყოს პრობლემა, რომელი იქნება, ინდური, თუ ბრიტანული, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ვიყოთ მზად. ჯერჯერობით არ ვართ მზად, რომ ნიღბები მოვიხსნათ და დიდი ღრეობები და ქორწილები მოვაწყოთ", - ამბობს სურგულაძე. 

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის  1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა.