980 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

01.07.21 11:47
980 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა,  877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

24 საათში 3 174 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.

 ბოლო 24 საათში 30 579 ტესტი ჩატარდა , მათ შორის 15 598 ანტიგენის ტესტი, ხოლო - 14 981 PCR . რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 3,2%, ბოლო 14 დღის - 2,66%, ბოლო 7 დღის - 2,86%.