კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

02.07.21 10:23
კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - ამის შესახებ მედიას ინფორმაცია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, მიაწოდა.

კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს გუშინაც დაუდგინდა. ცნობილია, რომ  აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.

დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, - განაცხადა გორგოძემ.

1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.