964 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

02.07.21 10:59
964 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის  სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 368 022 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 231, გარდაიცვალა 5335 პაციენტი.