ევროკავშირის სია - საქართველო 11 უსაფრთხო ქვეყანას შორის ვერ მოხვდა

02.07.21 11:46
ევროკავშირის სია - საქართველო 11 უსაფრთხო ქვეყანას შორის ვერ მოხვდა

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ 11 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველო ვერ მოხვდა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე პოზიციებზე მოხვდნენ  მეზობელი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი და სომხეთი. უსაფრთხო ქვეყნების სიაში არყოფნა ნიშნავს, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამის მიზეზად ჩავარდნილ ვაქცინაციას ასახელებენ.

ილუზია, რომ უსაფრთხო ქვეყნებს შორის ვიქნებოდით, არც მქონია. ვხედავთ რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არის ჩავარდნილი. დღეის მონაცემებით ჩვენთვის ეს მიუწვდომელია", - ამბობს "მედგიდის" დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე. 

საქართველო გაქრა ყველა რუკიდან, გარდა პანდემიის ყველაზე ცუდი მართვით. განვითარებული მსოფლიო ჩვენ აღარ გვაღიარებს, ჩვენ მათთვის რისკის შემცველი ქვეყანა ვართ", - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე.