ჩინური ვაქცინების 1 მილიონი დოზა საქართველოშია

02.07.21 16:57
ჩინური ვაქცინების 1 მილიონი დოზა საქართველოშია

ჩინური ვაქცინების 1  მილიონი დოზა საქართველოშია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე თქვა. ღარიბაშვილმა კვლავ ვერ დაადასტურა "ფაიზერის" ვაქცინის დოზების შემოსვლის ზუსტი თარიღი. პრემიერის თქმით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმას შეასრულებს და წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს აცრის. 

ჩვენ ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირი უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკება და დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით -  ეს იქნება ნახევარი მილიონი დოზა "სინოფარმი" და ნახევარი მილიონი დოზა "სინოვაკი", 2  მილიონი გვაქვს შეკვეთილი. მივაღწიეთ შეთანხმებას "ფაიზერთანაც". "ფაიზერიც" ასევე ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან მილიონი დოზის მოწოდებას. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი", - თქვა ღარიბაშვილმა.