აიცრება ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის - გამყრელიძე "ასტრაზენეკაზე"

02.07.21 17:50
აიცრება ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის - გამყრელიძე "ასტრაზენეკაზე"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,  აიცრება ყველა ის მოქალაქე, რომელსაც "ასტრაზენეკას" პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის. თუმცა გამყრელიძე ვერ აკონკრეტებს, როდის შემოვა "ასტრაზენეკას" დოზები საქართველოში. 

გაგრძელდება აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით, ამ დღეებში შემოვა "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზები, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის იქნება შესაბამისად აცრილი და შემდგომ უკვე როდესაც შემოვა ძირითადი დოზა "ასტრაზენეკასი", ყველა ადამაინი, ვისაც მეორე დოზა დაჭირდება იქნება "ასტრაზენეკათი" აცრილი", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ვაცქინაციის პროცესი ივლისში აქტიურად უნდა წარიმართოს და დღეში 20- 25 ათასი ადამიანის აცრაც ჩატარდეს.