"ფაიზერის“ შემოსვლის შემდეგ 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება - გამყრელიძე

02.07.21 18:01
"ფაიზერის“  შემოსვლის შემდეგ 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. 

გამყრელიძის თქმით, მათი მიზანია, რომ ივლისში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წარიმართოს და დღის განმავლობაში  20 000-დან 25 000-მდე ადამიანი აცრან.

მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს 16 წელს ზემოთ აცრა. დღეს, ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ დაშვება აქვს 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც ცვლილება შევა „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს  მოზარდების აცრას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ხვალიდან ჯავშნები გაიხსნება. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მერე უკვე მთელი თვის განმავლობაში გაიზრდება ჯავშანი და შეიძლება, მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ვიწყებთ „სინოფარმით“ და ამას შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, - აცხადებს გამყრელიძე.