ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს - თამარ გაბუნია

03.07.21 14:05
ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს - თამარ გაბუნია

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც ვაქცინაციის რეგისტრაციის პროცესის შეჩერება გამოიწვია.

დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,- თქვა  თამარ გაბუნიამ.  

ცნობისთვის, "სინოფარმის" ვაქცინის დოზების დასაჯავშნად რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი ამ დრომდე გათიშულია.