1026 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

03.07.21 15:22
 1026 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

რამდენიმესაათიანი  შეფერხების შემდეგ Stopcov-ზე მონაცემები განახლდა.  გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 026 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 381 პაციენტი, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.